დავით ქევხიშვილი - მე ვაკეთებ საქმეს სპორტსმენებისთვის, რომელსაც ძალიან მალე ნახავთ - დაბრუნდებიან თუ არა ნაკრებში ისინი, ვინც აქციებს მართავენ, მათი არჩევანია

მე ვაკეთებ ჩემს საქმეს სპორტსმენებისთვის, რომელსაც ძალიან მალე ნახავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ქევხიშვილისგან თუ ვისთვის ინიშნება ახალი მწვრთნელი იმ ვითარებაში, როდესაც ძიუდოს ნაკრების წევრების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

"ადეკვატურია ახალ მწვრთნელზე ფიქრი, რადგანაც ჩვენ გვაქვს საქმე. ჩვენ საქმეს გავაკეთებთ ბოლომდე. რა თქმა უნდა ნაკრები იქნება. მე არაერთხელ განვაცხადე რომ მანიპულირება ყველას სახელით არ შეიძლება. დღევანდელ ნაკრებში არიან და იქნებიან ის სპორტსმენები, რომლებიც წავლენ ტურნირებზე და თქვენ უახლოეს პერიოდში ნახავთ ამას“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ის სპორტსმენები ვინც აქციებზე დგანან, ნაკრების წევრები აღარ იყვნენ, ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ "ეს მათი არჩევანია."

"ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საკითხს ნუ უყურებთ სიმრავლით, საკითხს შეხედეთ სიმართლით. იყო რეკომენდაციები სამინისტროსგან და ყველამ ვნახეთ, რომ სამინისტრო სპორტსმენების პოზიციებს არ იზიარებს. რასაც ისინი ამბობენ სიმართლე, რომ ყოფილიყო, მე აქამდე აქ არ ვიქნებოდი. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს სპორტსმენებისთვის, რომელთაც ძალიან მალე ნახავთ. სპორტსმენების არჩევანია ვინ გააგრძელებს და ვინ არა ვარჯიშს.

ფედერაციის კარი არავისთვისაა დაკეტილი მიუხედავად არა ერთი არასწორი და აგრესიული ქმედებისა“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება