წერეთლის გამზირზე ხვალიდან სხვლა-ფორმირების მასშტაბური სამუშაოები იწყება

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ 29 მაისიდან წერეთლის გამზირზე სხვლა-ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები წერეთლის გამზირზე წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. მერიის ცნობით, ხეები პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე, გარე განათების სისტემის ეფექტურობას.

წერეთლის გამზირზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება.

ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები დასრულებულია რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და ნაწილობრივ კოსტავას ქუჩებზე. წერეთლის გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მოწესრიგება იგეგმება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს