სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე - „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თაობაზე ევროპულმა სასამართლომ 2018 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, სასამართლო სექციის პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრებები არ ეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს.

„მოსაზრებებში სახალხო დამცველი საკუთარი მანდატით შემოიფარგლა და ყურადღება გაამახვილა საქმის მნიშვნელობის, ასევე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მხარეებს, განმცხადებლებსა და მთავრობას შესაძლებლობა ექნებათ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში წარდგენილ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველმა „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით სტრასბურგის სასამართლოს მეორედ მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა