კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა

ჩვენ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი და მთავრობამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი მხრიდან არის გასაკეთებელი, მაგრამ ეს უნდა იყოს კოორდინირებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მან დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა.

"ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ანგარიში იყო და ბევრ ანალიზს და ინფორმაციას შეიცავდა. კითხვები ძირითადად ინფლაციასთან დაკავშირებით იყო. როგორც მოგეხსენებათ, ინფლაცია 2017 წელს ერთჯერადი ფაქტორების გამო მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი იყო და ეროვნულმა ბანკმა იმ რეჟიმის შესაბამისად, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, მიიღო ზომები. კითხვები იყო ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიღეთ ის ზომები, რაც მივიღეთ. ჯერ კიდევ 2017 წელს იყო მიღებული ზომები და ამაზე კომუნიკაცია გვქონდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური სტაბილურობისთვის და ეს არის ევროდირექტოვებთან მისადაგებისთვის აუცილებელი ნაბიჯები. ამავე დროს ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ფინანსურ სტაბილურობაზე, ფინანსურ პოლიტიკაზე, ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის საქმე და პრეროგატივა", - განაცხადა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა