„საქართველოს რკინიგზამ“ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს რკინიგზამ“ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „საქართველო და სამხრეთ კავკასია - პერსპექტიული სატრანზიტო არეალი“ - ბიზნეს დელეგაციის კითხვებს კომპანიის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, გურამ გურამიშვილი პასუხობდა.

მათივე ცნობით, დისკუსიის მიმდინარეობისას, ახალი საერთაშორისო მარშრუტების გათვალისწინებით, კორიდორის მზაობა და განვითარების საკითხები განიხილეს.

„ეკონომიკური ფორუმი მიზნად ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნასა და საქმიან წევრებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს.

ფორუმი, რომელიც საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გახსნეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. მას ათი ქვეყნის 300-მდე მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა