საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენლებთან ერთად, ხვალ საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე მშობლებს ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” აცნობეს, ეკა ბესელია და ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წევრები ხვალ “საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს” ეწვევიან, სადაც მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე და ახალშობილებს სამგზავრო სავარძლებს საჩუქრად გადასცემენ.

შეხვედრა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისის საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით “ალიანსის” მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან, მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს.

საერთაშორისო გამოცდილებით სამგზავრო სავარძელი 40-60%-ით იცავს ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებისა და ფატალური შემთხვევისგან. მსოფლიოს მასშტაბით 85 ქვეყანაში საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება კანონით სავალდებულოა.

ევროპული კანონმდებლობით, 150 სმ-მდე სიმაღლის მოზარდისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს 0-16 წლამდე მოზარდების გარდაცვალების შემთხვევები 2016 წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა