ლია გიგაური - ინკლუზიური განათლება გამოწვევაა, რადგან თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ სასწავლო გეგმებს მოითხოვს

ინკლუზიური განათლება არის გამოწვევა, რადგან მოითხოვს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ სასწავლო გეგმებს,- ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიგაურმა აღნიშნა, სამინისტროს 2018-2021 წლების სტრატეგია აღნიშნული მიმართულებით უკვე შემუშავებული აქვს.

"ამ კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ამავე დროს ჰორიზონტალური კავშირების დამყარება და რაც მთავარია საერთო მიზანზე შეჯერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს არის თანაბრად ხელმისაწვდომი განათლება და თანაბარი ჩართულობა როგორც განათლების სისტემაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ინკლუზიური განათლება გახლავთ ინკლუზიური ეკონომიკის საფუძველი, ინკლუზიური შრომის ბაზრის საფუძველი. ინკლუზიური განათლება არის გამოწვევა, რადგან მოითხოვს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ სასწავლო გეგმებს.

გარდა ამისა, დღეს განათლების და მეცნიერების სამინიატრო წარმოადგენს 2018-2021 წლების ინკლუზიური განათლების სტრატეგიულ გეგმას და გააცნობს განათლების მიზნებს", - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიხსნა თემაზე "ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება".

კონფერენციაზე წარმოადგენენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინკლუზიური განათლების მოდელს, მიმდინარე პროექტებს, ასევე ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით შემუშავებულ "ინკლუზიური განათლების განვითარების 2018-2021" სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. კონფერენციას სომხეთის, ალბანეთის, ბოანია-ჰერცოგოვინას ქვეყნების წარმომადგენლები ინკლუზიური განათლების საკუთარ მოდელებზე, სისტემის სუსტ და ძლიერ მხარეებზე ისაუბრებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა