ზაქარია ქუცნაშვილი - არ მესმის, მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე - არავის აქვს ქართული ძიუდოს დამარცხების უფლება

არავის აქვს ქართული ძიუდოს დამარცხების უფლება, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ძიუდოში განვითარებულ მოვლენებს.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ “არ ესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე“.

“ქართული ჭიდაობა ქართულ დამწერლობასთან ერთად ჩვენი ერის გენიალური ქმნილებაა. ის დიდი ერებიდან გამოგვარჩევს. საამაყოა ის, რომ ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან სკოლასთან ერთად, არსებობს ძიუდოს ქართული სკოლაც, რომელიც უკვე ორი საუკუნეა, რაც მსოფლიო ძიუდოს სკოლების სამეულში შედის. დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე იაპონელი ერის ქმნილება ქართველებმა საუკეთესოდ შევითვისეთ. შევქმენით ჩვენი სტილი, მომზადებისა და გაწვრთნის ჩვენი მეთოდები. ბოლო დროს ყველანი ვხედავთ რომ ამ დიდ ოჯახში ვნებთაღელვაა. დაპირისპირების სიმწვავე არ ცხრება. არ მესმის, როგორ შეიძლება სპორტსმენი ან გულშემატკივარი იყო და ამას გულგრილად უცქერდე. პრობლემები თავისით არ გვარდება და არც დროში ქრება. არ მესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე. არ მესმის მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე. არავის აქვს ქართული ძიუდოს დამარცხების უფლება”, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი