გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები ადმინისტრაციას შენობის დემონტაჟის საშუალებას არ აძლევენ

გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები შენობის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ და ადმინისტრაციას უპირისპირდებიან. მოვაჭრეები ბაზართან არიან შეკრებილები. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე შენობის დემონტაჟისთვის ბაზრის ადმინისტრაციამ მუშებიც მიიყვანა, თუმცა მოვაჭრეებმა სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს. ამის გამო, გურჯაანის ბაზარში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

მათი თქმით, ტერიტორიიდან გასვლას არ აპირებენ და შესაბამისად ფართის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ, რადგან პროდუქციის გასაყიდად სხვა ალტერნატიული ადგილი არ გააჩნიათ.

"ვიცით, რომ დაკანონებული არ აქვთ ეს ტერიტორია და აქედან გასვლას არ ვაპირებთ. ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ბაზრიდან მოგება არ აქვს და საჭიროა ჩვენი აქედან გასვლა. მუქარითაც ცდილობენ ჩვენს გაშვებას, მაგრამ არ წავალთ. რომ წავიდეთ სად ვიმუშაოთ, როგორ ვარჩინოთ ოჯახი. ორ კაპიკს ვიღებთ და აქედანაც იძულებით გვყრიან, ასე როგორ შეიძლება“, - განაცხადა მოვაჭრე ნინელი გამყრელიძემ.

ბაზრის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ახალი ბაზრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, მოვაჭრეების წინააღმდეგობის გამო კი, შესაძლოა სამართალდამცავების ჩარევა გახდეს საჭირო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა