ზაზა სარალიძე - დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან

ჩემი შვილის შარვალი და ტანსაცმელი რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნების შეფასებისას განუცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, ის დიდი ხანია ითხოვს მისი შვილის ნივთების გადაცემას, თუმცა პროკურატურა მას ამ ნივთებს არ უბრუნებს.

"კითხვა დამისვეს დაზარალებულის სტატუსის მონიჭებისას თქვენ გცნოთ დაზარალებულად თუ თქვენი მეუღლე? რას ნიშნავს ეს კითხვა ვერ მივხვდი. ალბათ, ჩემი მეუღლე დაზარალებული არ არის. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების დღიდან, მოვითხოვე ჩემი შვილის საფულე. რამდენჯერმე მივმართე ზვიად ფხაკაძესაც კი, რომ თუ საჭირო არ არის გამოძიებისთვის, დამიბრუნეთ. მითხრეს, რომ ეს გამოძიებას სჭირდება ვერ დაგიბრუნებთო. დღეს ჩემი შვილის შარვალი და ტანსაცმელი რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან, მეტი რა განაცხადი გავაკეთო? ესენი არიან მართლა უსუსურები და არაადამიანები. მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ ეს ორი ბრალდებული დასაჯონ. არიან კიდევ სხვა დამნაშავეები და გამოიყვანონ ყველა გარეთ, სანამ ჩემი ზომებისთვის მიმიმართავს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით აღნიშნული კადრების გავრცელებით პროკურატურას საზოგადოების დაბნევა სურს.

"ხალხი უნდათ დააბნიონ, აი ჩვენ გავასაჯაროვეთ მასალები. ჩემი შვილის ტანსაცმელს ვითხოვ, რომელიც არ სჭირდებათ და არ მაძლევენ. ფარდული გაანადგურეს. რატომ? გამოვიდეს შოთაძე და გამცეს პასუხი - რატომ გაანადგურეს ფარდული, რომელიც მთავარი ნივთმტკიცება იყო. რატომ გაღუნეს დანა, რომლითაც ექსპერტიზის ჩატარება აღარ შეიძლება. რატომ არ მოიტანა სამხარაულის ექსპერტმა დასურათებული დასკვნები რაც მაია ნიკოლეიშვილმა გააკეთა. გამცეს ამაზე პასუხი, ესეც არასრულწლოვნებია? ზოგადი კითხვებია და გამცეს საჯაროდ პასუხი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურა ცდილობს მაქსიმალურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია აღნიშნული საქმის შესახებ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი