ანატოლი ბიბილოვი - სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს დაიწყო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სირიის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს დაიწყო“.

„დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. ახალი მეგობრები ყველას სჭირდება, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის წინაშე დადგნენ“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე მადლობა გადაუხადა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს და მზაობა გამოთქვა, „მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის“.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა