დღეს, ქართველი მომღერლის გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, ფილარმონიის წინ ქართველი მომღერლის გიო ხუციშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კულტურის პალატიდან“ აცნობეს, გახსნის ცერემონიამდე, დიდ საკონცერტო დარბაზში, 20:00 საათზე, ქართველი მომღერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ: ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, ეკა ჭაჭიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, დათუნა სირბილაძე, დავით ევგენიძე, ზუკა და ნოდარ ხუციშვილები, ანსამბლები „ფორტე“ და „შვიდკაცა".

მუსიკალური პროდიუსერია ზურაბ მახნიაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე, რომელმაც ასევე, გიო ხუციშვილზე ფილმი გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია მომღერლის შემოქმედებითი გზა, სადაც თავად არის მთხრობელი. ფილმი კონცერტის მსვლელობისას ფილარმონიის ეკრანზე იქნება ნაჩვენები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა