ლინას ლინკევიჩუსი - ლიეტუვა მკაცრად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის ცინიკურ დარღვევას

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ლიეტუვა მკაცრად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ დარღვევას. სრული სოლიდარობა საქართველოს. მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ უხეში დარღვევის უკან დგას, პასუხისგება მოუწევთ“, - წერს ლინკევიჩუსი.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს