პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საქართველოს სამომავლო გეგმებს ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა