მიხეილ ჯანელიძე - არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო

არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო, ისევ მათი მმართველების, რუსეთის კარნახით, - ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.

ჯანელიძის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს აღიარება საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს.

“სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვებიც კი, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო, ისევ მათი მმართველების, რუსეთის კარნახით.

საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამას გამარჯვებად თვლიან და ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ ამ პროპაგანდის ქვეშ აცხოვრებენ. ბნელ და მართულ ძალებთან კავშირით რაღაც ილუზიების შექმნას ცდილობენ, ნაცვლად შერიგებისთვის გზების ძიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფისა“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს