ვახტანგ ყოლბაია - სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება

სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაშია ნათქვამი.

ყოლბაია ეხმაურება სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.

“სირიის ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხეების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

სირიის რეჟიმის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამ ფაქტით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში ილუზიების შექმნას ცდილობენ.

ეს არის რუსეთის მიერ მანიპულირებადი რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისა, რასაც ადეკვატერი ქმედებები მოყვება საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არც დღეს, არ ხვალ და არ მომავალში ამ ე.წ. აღიარებას არანაირი მომავალი არ აქვს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!