ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 30 მაისს 11:00 საათზე განახლდება. ხვალ სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე გააგრძელებს.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა ადვოკატმა დღეს დაიწყო, თუმცა სამუშაო დღის დასრულების გამო მაან დასკვნითი სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა. ხვალვე აპირებენ საქმეში ჩართული სხვა ადვოკატებიც საკუთარი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, განსხვავებით ბრალდების მხარისა, მათი დასკვნითი სიტყვა არის სრული და ამომწურავი. მისივე თქმით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ პირები დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი