ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაცით, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ს.ბ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ნ.ჩ-ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის იანვარში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ასევე ს.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სასამართლო სხდომებზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ ს.ბ დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ს.ბ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა