ახალგაზრდა ქართველი პიანისტი მიხეილ ყანდაშვილი უკრაინის სახელმწიფო ფილარმონიაში კონცერტს გამართავს

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი მიხეილ ყანდაშვილი 30 მაისს, უკრაინის სახელმწიფო ფილარმონიაში პ.ი. ჩაიკოსვკის I საფორტეპიანო კონცერტს, აკადემიურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს, რომელსაც დირიჟორობას ტარას მარტინიკი გაუწევს.

მოვლენა უკრაინა-საქართველო-ავსტრიის კულტურული თანამშრომლობის ეგიდით ტარდება. 24 წლის პიანისტი აღნიშნავს, რომ მის შემოქმედებაში პ.ი. ჩაიკოვსკის კონცერტს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მიხეილ ყანდაშვილი ამჟამად ვენის კონსერვატორიის წარმატებული სტიპენდიანტია.

აღნიშნული კონცერტი მან პირველად 14 წლის ასაკში თბილისის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაატარა.

რამდენიმე წელია ახალგაზრდა ხელოვანი ქართულ - ავსტრიულ საფორტეპიანო სკოლას წარმოაჩენს საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

უკრაინის მუსიკალურ სივრცეში ეს მისი პირველი გამოსვლაა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი