მიხეილ ჯანელიძე - მანიპულირებადი რეჟიმის მიერ ე.წ. აღიარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

არალეგიტიმური, მანიპულირებადი რეჟიმის მიერ ე.წ. აღიარება არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარების“ კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურებს. სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც კი არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს. ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ჩვენი ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე მსოფლიოს მასშტაბით. საერთაშორისო საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, თუ რას წარმოადგენს ასადის რეჟიმი, ასევე, არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი და შესაბამისი განცხადებები უკვე გაკეთდა გუშინ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას არაღიარების მიმართულებით და ასევე იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა შენარჩუნდეს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, არანაირი საფრთხე არ არის სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების.

„არალეგიტიმური მანიპულირებადი რეჟიმის მიერ ე.წ. აღიარება არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ ხდება ამ თემის გამარჯვებად წარმოჩენა. ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ შერიგებაზე“, - დასძინა ჯანელიძემ.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს