სოფიო ქაცარავა - სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარება“ რუსეთის მხრიდან იყო მანიპულირებული

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარება“ რუსეთის მხრიდან არის მანიპულირებული. მისივე განცხადებით, ეს ვერ შეუქმნის საფრთხეს არაღიარების პოლიტიკას.

„სირიის მხრიდან ეს ნაბიჯი იყო მანიპულირებული რუსეთის მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და ჩვენი პოზიციაც არის, რომ ეს საფრთხეს არანაირად არ უქმნის არაღიარების პოლიტიკას. ასევე მოვისმინეთ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია არ იცვლება. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, დაიწყო პროცედურა იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდეს სირიასთან. შემდეგ ნაბიჯებს რაც შეეხება, უკვე გავივლით კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კითხვაზე, განვითარებული პროცესესებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებს ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და გაამართლა თუ არა ამან, განმარტავს, რომ აღნიშნული პოლიტიკა მიმართული იყო დეესკალაციისკენ.

„პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია და მიმართული იყო იმისკენ, რომ მომხდარიყო დეესკალაცია, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ეს არის სხვა მოცემულობა, ახლა ვსაუბრობთ სირიის მხრიდან „აღიარებაზე“, რასაც მოჰყვა ძალიან მკაცრი საერთაშორისო შეფასება, ისევე როგორც ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას, მისი თქმით, თუ იქნება საჭიროება, მინისტრი ყოველთვის მზად არის მივიდეს პარლამენტში.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ „აღიარა“. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო