თამარ ჩუგოშვილი - სირიის გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს არაღიარების პოლიტიკის ხარვეზს ან პრობლემას

სირიის გადაწყვეტილება არის რუსეთის გავლენით და ცუდი რჩევით მიღებული გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს არაღიარების პოლიტიკისთვის რაიმე გამოწვევას, ხარვეზს ან პრობლემას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი სტატუსის გამყარებისთვის.

„საქართველოს დიპლომატიური სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი სტატუსის გამყარებისთვის და პირიქით იმისთვის, რომ ვისაც აღიარებული აქვს, მათაც უკან გაიხმოს ეს აღიარება. ჩვენ, ამ კუთხით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებაც გვაქვს მიღწეული. სრულიად ზედმეტი მგონია და ძალიან გულწრფელად ვიტყვი, არასწორი პოლიტიკური სპეკულაციებია ამ რეჟიმის გადაწყვეტილების გამო ქართული დიპლომატიის არაკეთილსინდისიერი შეფასება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მან არ იცის რა იყო საბაბი "აღიარება" ახლა მომხდარიყო, თუმცა განმარტავს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, მოძებნოს ქვეყნები, რომლებზეც გავლენას მოახდენს და "აღიარებინებს დამოუკიდებლობას".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს