პარლამენტი სირიასთან დაკავშირებით განცხადებას მოამზადებს

პარლამენტი სირიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას და მიმართვას მოამზადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, პარლამენტის მხრიდან მომხდარზე შესაბამისი შეფასებები გაკეთდეს და ასეც იქნება.

“მინდა გამოვეხმაურო ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევიმუშავებთ ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ და მსურს, გავაკეთო შეფასება. ეს იყო რუსეთის მხრიდან მანიპულირებული გადაწყვეტილება და ასადის რეჟიმმა ამით მხარი დაუჭირა აგრესიას, ოკუპაციას და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სათანადო შეფასებები უნდა გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა თალაკვაძის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი და განაცხადა, რომ შეფასებას იზიარებს.

“რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეფასებას,“ - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს