ნინო ბურჯანაძე - ნუ გვექნება ილუზია, რომ სირიის მხრიდან „აღიარება“ ერთჯერადი აქტია და ამას გაგრძელება არ მოჰყვება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ ფაქტს კიდევ ერთ საგანგაშო და სამწუხარო მოვლენას უწოდებს და ამაში ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ბრალეულობაზე საუბრობს.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, „ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური და არაეროვნული პოლიტიკის შედეგია ის, რაც ხდება დღეს აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით“.

„ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ოღონდ გინების და გულზე მჯიხის კვრის გარეშე. ნუ გვექნება ილუზია, რომ სირიის მიერ აღიარება ერთჯერადი აქტია და ამას გაგრძელება არ მოჰყვება. ჯერ კიდევ 6 წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მას იმაზე კი არ უნდა ეფიქრა როგორ გადაერჩინა საკუთარი მილიარდები, არამედ, ეფიქრა ქვეყანა, როგორ უნდა გადაერჩინა და დროებით დაკარგული ტერიტორიები საბოლოოდ როგორ არ დაგვეკარგა. ამ ხელისუფლებას მაშინვე რომ დაეწყო ინტენსიური კონსულტაციები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, დღეს სირიის მხრიდან ამ სამწუხარო „აღიარებას“ არ მივიღებდით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო.

„შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების შემდეგ, რომ საქართველოში უნდა განლაგებულიყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მოჰყვა რუსეთს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის პირველი სერიოზული სტრატეგიული მოლაპარაკებები სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვა ერთიანი ჯარის სფეროში, შემდეგ მოჰყვა ამერიკული დროშების ფრიალი რუსული ე.წ. სამხედრო ბაზებიდან 500 მეტრში, ახლა დამოუკიდებლობის 100 წლისთავის მიძღვნილ აღლუმზე ამერიკული ჯარების გამოყვანა მოჰყვა, რის საპასუხოდ სირიის მხრიდან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება მივიღეთ. როდემდე უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ინტერესებს, როდემდე უნდა გავუკეთოთ პროვოცირება რუსეთს, მაშინ როდესაც შედეგად საქართველოსათვის უმძიმესი და მტკივნეული გადაწყვეტილებებია“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო