დავით მათიკაშვილი - ძალიან სამწუხაროა, როდესაც IRI დებს ისეთ კვლევას, რომელიც აცდენილია საზოგადოებრივ განწყობასთან

IRI–ის კვლევის მიმართ არის სრული უნდობლობა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც IRI დებს ისეთ კვლევას, რომელიც აცდენილია საზოგადოებრივ განწყობასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კვლევები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, IRI ყველა არჩევნების წინ აქვეყნებს გარკვეულ შედეგს, ხოლო არჩევნების შედეგები აბსოლუტურად განსხვავებულზე მიანიშნებს.

„ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ერთის მხრივ არის არაპროფესიონალიზმი, მეორეს მხრივ შეიძლება იყოს მიზანმიმართული ქმედება. როგორც ცნობილია, IRI კვლევების ჩატარებას ქართულ ორგანიზაციებს უკვეთავს. ჩვენ გვინდა კითხვის ნიშნები დავსვათ ამ საკითხთან დაკავშირებით და სრული უნდობლობა გამოვხატოთ კვლევების მიმართ. ასეთმა კვლევებმა, იმის გამო, რომ აცდენილია საზოგადეობრივ განწყობებთან, შესაძლებელია, გარკვეული ანტიდასავლური განწყობები გამოიწვიოს საზოგადეობაში, რაც მიუღებელია.

მიუხედავად პატივისცემისა, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოცდილება, რომელიც ყველამ კარგად დაინახა. ჩნდება კითხვის ნიშანი, კარგი იქნება, თუ მეტი ყურადღება დაეთმობა და დაიქირავებენ ისეთ ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც კვალიფიციურად შეასრულებენ ამ დავალებას და დადებენ ისეთ კვლევას, რომელიც რეალურად ასახავს საზოგადოების განწყობებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა