კიმ ჩენ ინი - ვაფასებ იმას, რომ პრეზიდენტი პუტინი აშშ-ს დომინირებას უპირისპირდება

ჩრდილოეთ კორეა აფასებს იმას, რომ რუსეთი აშშ-ს დომინირებას უპირისპირდება, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვაფასებ იმას, რომ პრეზიდენტი პუტინი აშშ-ს დომინირებას უპირისპირდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ამ საკითხთან მიმართებაში გაერთიანებაზე“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

კიმ ჩენ ინმა ასევე აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვის ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც „სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე მოლაპარაკებების მიმართულებით იცვლება“.

დღეს ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა