გიორგი დოხტურიშვილი – ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტის დაწყება ისტორიული გადაწყვეტილებაა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროექტის დაწყების შესახებ facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და მესამე მასივის მოსახლეობას ულოცავს.

„ყველა წინა მთავრობა ამ დაპირებით მოდიოდა ხელისუფლებაში, მაგრამ რეალური, ხელშესახები ძვრები არავის განუხორციელებია, რაც მუდმივად დიდ იმედგაცრუებას იწვევდა. წინასაარჩევნო დაპირებისამებრ მერია იწყებს უპრეცედენტო პროექტს, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ლაპარაკია 170 ოჯახზე, თუმცა ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, პროცესი ცოცხალია და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, პროექტი დიდი მასშტაბით განვახორციელოთ,” - აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას და იწვევს კერძო სექტორს ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

„ძალიან მიხარია, რომ შევძელით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის საფუძვლის ჩაყრა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტზე იმუშავა და მივულოცო იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს სასიხარულო ამბავი პირადად შეეხებათ,” - დასძენს გიორგი დოხტურიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა