ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიასთან იმ პირებმაც ითანამშრომლონ, ვისაც მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ და გამოძიებისთვის არ მიუწოდებიათ

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში პროცესი იქნება მართლაც სერიოზული - ბევრი რამ, რაც დახურული იყო ჩვენთვის, გახდება საჯარო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა საპარლამეტო კონტროლის მექანიზმის გამოყენებას ნიშნავს და ეს ის შემთხვევაა, როცა პარლამენტმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა და სისხლის სამართლის ასეთ საქმეზე, როგორიც არის მკვლელობა, არასდროს შექმნილა. თავისი მნიშვნელობით ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. პროცესი იქნება მართლაც სერიოზული. ბევრი რამ გახდება საჯარო, ის რაც იყო დახურული და ხელმიუწვდომელი ჩვენთვის. აქამდე პროცესი დახურული იყო და ახლა უკვე შეიძლება ყველა დოკუმენტი იყოს ისეთი, რაც შეიძლება გასაჯაროვდეს კიდეც, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ინტერესის დაცვით, რაც არასრულწლოვანთა ინტერესს ეხება. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, იმ მანდატით, რა მანდატითაც შეიძლება პარლამენტმა კომისიის ფარგლებში იმუშაოს, მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება. მნიშვნელოვანი იქნება იმ პირებმაც ითანამშრომლონ, ვისაც აქვთ ინფორმაცია მკველელობასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის დღემდე არ მიუწოდებიათ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ეკა ბესელიამ.

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტი, რომელიც უმცირესობამ წარადგინა, 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი