გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გვატემალას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ტელეარხი RBC Noticias აღნიშნავს, 653 ადამიანი დროებით თავშესაფრებშია განთავსებული.

აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.

გვატემალას ხელისუფლებამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა ქვეყნის რამდენიმე რაიონში. დახურულია დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტი „აურორა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა