ზაზა სარალიძე - მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, აქციები გაგრძელდება

მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, აქციები გაგრძელდება, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს. უნდა დააკავონ არა მარტო მკვლელი, არამედ საქმის გამყალბებლებიც, მათ შორის მირზა სუბელიანი. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ა.შ. ყველა მოთხოვნა უცვლელად რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს. პრემიერმა მითხრა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა გადადგომაო, მაგრამ ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა?!“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი