ომბუდსმენი - როდესაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულდება, საქართველომ ყველანაირი საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენოს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულდება, საქართველომ ყველანაირი საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ამ საქმეზე სამართალს მიაღწიოს.

"ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს, რა თქმა უნდა, წვდომა არ აქვს და შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნა განახორციელოს. ცალსახად, ეს არის იმ ქვეყნის, იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტoრიაზე და ეს არის რუსეთის ხელისუფლება.

ვფიქრობ, როდესაც გამოძიება დასრულდება, საქართველომ უნდა გამოიყენოს ყვეელა საერთაშორისო ბერკეტი, საერთაშორისო სასამართლოები იმისთვის, რომ სწორედ საერთაშორისო არენაზე მიაღწიოს მართლმსაჯულებას აღნიშნულ დანაშაულზე", - განაცხადა ლომჯარიამ.

ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა