ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს

აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც აღმასკომის 5 ივნისის სხდომის შემდეგ გახდა საჯარო.

როგორც sportall.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.

ამასთან, 5 ივნისის სხდომაზე, აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეიქმნას 5-კაცანი ჯგუფი, რომელიც ფედერაციის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.

InterPressNews.Geჯგუფის წევრები არიან: ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი, მამუკა ნავერიანი.

გარდა ამისა, დაინიშნენ თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლებიც: ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი.

აღმასკომის სხდომა დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული და შესაბამისი ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის „ფეისბუქ" გვერდზეც გამოქვეყნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხდომა ძიუდოს ფედერაციის შენობაში უნდა გამართულიყო, თუმცა ის აღნიშნულ ადგილზე არ ჩატარდა. აღმასკომის სხდომის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არც თავად ხაბარელს და არც მედიის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ. როგორც ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სხდომის ჩატარების ადგილმდებარეობის შესახებ, ინფორმაციას თავადაც არ ფლობდნენ. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია თუ სად შეიკრიბა აღმასკომი.

იხილეთ სტატია სრულად

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება