დედაქალაქში ავტობუსები უფასოდ დღის ბოლომდე იმოძრავებენ

მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობის აღდგენისა, დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, უფასო მგზავრობას მოქალაქეები დღის ბოლომდე შეძლებენ, ხოლო ხვალიდან ჩვეულებრივი სამგზავრო ტარიფი განახლდება. რაც შეეხება მეტროპოლიტენს, გადაადგილება 50 თეთრი ღირს, ხოლო მიკროავტობუსები მგზავრებს 80 თეთრად ემსახურებიან. ხვალიდან კი დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებით მგზავრობა ჩვეული ტარიფით, 50 თეთრი იქნება შესაძლებელი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს