ლადო პაპავა - მიმდინარე მოვლენები და 10 ივნისს დაგეგმილი აქცია რეპეტიციაა შემოდგომისთვის

ექსპერტ ლადო პაპავას შეფასებით, თბილისში მიმდინარე მოვლენები და 10 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია რეპეტიციაა შემოდგომისთვის.

როგორც ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 10 ივნისის აქციაზე მთელი ერი არ მივა და იქ მხოლოდ ორგანიზატორი პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

„ეს არ არის სრული ოპოზიცია, ესაა „ნაციონალური“ ოპოზიცია. ესაა ძირითადად ნამსხვრევებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა პარტიები. რა თქმა უნდა, ადვილად გამონახეს საერთო ენა. შემოკედლებულია მცირე პარტიებიც, რომლებსაც პარტიები ჰქვია, რადგან დარეგისტრირებული არიან, თორემ არანაირ პარტიას არ წარმოადგენენ, მაგრამ ეს არაა სრული ოპოზიცია. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის, რომ პრაქტიკაში წაივარჯიშონ. არჩევნები რომ გამოცხადდება და დიდი ალბათობით ალბათ ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს და მერე თქვან, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამისთვის ემზადებიან ახლა. ცუდია, რომ ამისთვის იყენებენ მართლა დაზარალებულ ადამიანებს, სარალიძესა და მაჩალიკაშვილს. მათი ტკივილი და ტრაგედია მთელმა ერმა გაიზიარა, მაგრამ მთელი ერი არ მივა 10 ივნისს, იქ მივლენ მხოლოდ ამ პარტიების მხარდამჭერები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს