ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში, ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, სწავლება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პარტნიორობით.

სწავლების სცენარები ორიენტირებული იყო ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის შემოტანის შემთხვევებზე. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეემოწმებინათ ბირთვული და რადიაციული მასალების გამოვლენის კუთხით არსებული რესურსები და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაციის შესაძლებლობები.

სწავლება ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინტერპოლის, ნორვეგიის რადიაციული დაცულობის ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა