ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ქართველ ოძეკ, ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინი) შეხვედრა გაიმართა. ზაზა გაბუნიას თქმით, ლევან გორგაძე იაპონიაში საქართველოს სახეა.

,,მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლიერი ვარ მისი და ამავდროულად აღფრთოვანებული მისი ამ წარმატებით, მის მიერ დაპყრობილი მწვერვალით და შესაძლებლობებით, რითიც არის დაჯილდოებული ლევან გორგაძე. ის დღეს საქართველოს სახეა იაპონიაში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი