სპორტის სამინისტროს, აღმასკომიდან შოთა ხაბარელის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით, ძიუდოს ფედერაციასთან კონსულტაციები ექნება

სამინისტრომ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ყველა ფედერაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეული. სამინისტრომ თუ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე ამ პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რამდენადაც არსებობს წესდება, დებულება, რომელიც ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აქვთ დამტკიცებული. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მთელი პროცედურები, მათ შორის ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, მაინც თავად ფედერაციამ უნდა ჩაატაროს, თუმცა შინაარსობრივ ნაწილში, ბუნებრივია, რომ სამინისტრო ჩართული იქნება“, - განაცხადა გიორგაძემ.

რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომიდან შოთა ხაბარელის შესაძლო გარიცხვას, გიორგაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არაა და მისი უწყება ფედერაციასთან კონსულტაციებში ჩართული იქნება.

„ბატონი შოთა ხაბარელი არ გაურიცხავთ აღმასკომიდან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი აღმასკომის გადაწყვეტილებით თითქოს უნდა ყოფილიყო განხილული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები გვექნება ფედერაციასთან. ჯერ არ მქონია ფედერაციასთან და აღმასკომთან საუბარი ამ თემაზე. მე პირველ რიგში მაინტერესებს ის მოტივაცია, რის გამოც ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა იყო აღნიშნული“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება