მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვა დეპუტატების განსახილველი საკითხი არ არის

არსებობს წესები და ვალდებულებები და კეთილი ვინებოთ და მათ პატივი ვცეთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ძიუდოს ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს.

ყაველაშვილი არ საუბრობს ფედერაციის აღმასკომიდან შოთა ხაბარელის მოსალოდნელი გარიცხვის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დეპუტატების განსახილველი არ არის.

“ამ თემაზე, ალბათ, თვითონ ძიუდოს ფედერაციის ფორმატში შეიძლება იკითხოთ, ვინაიდან ეს უშუალოდ არ ეხება ჩვენს კომიტეტს და პარლამენტს. შოთა ხაბარელი აღმასკომის წევრია და ეს შიგნით სასაუბროა. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ყოველთვის მიწევს ერთი და იგივეს გამეორება, რომ ყველა ჩვენგანმა, მიუხედავად დამსახურებისა, წარმატებისა და ა.შ., უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ, რომ არსებობს წესები და არსებობს ვალდებულებები და კეთილი უნდა ვინებოთ და პატივი ვცეთ ამ წესებსა და ვალდებულებებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება