იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები განიხილეს

ქუთაისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლები და იმერეთის რეგიონის სოფლების რწმუნებულები მონაწილეობდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ და საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის შედეგებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. მათ ასევე სოფლების რწმუნებულებისგან მოისმინეს ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები პირველ ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა