იგორ კოჩიევი - არჩილ ტატუნაშვილს დაზიანებები სხეულზე სიკვდილის შემდეგ აქვს მიყენებული

„სამხრეთოსურმა“ ექსპერტიზამ საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მკაფიო სურათი წარმოადგინა. „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერგნეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოსტკონფლიქტური დარეგულიერების საკითხებში დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე იგორ კოჩიევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ საქართველოს სამედიცინო ექსპერტიზის საკუთარი დასკვნა აქვს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზზე, რომელიც მათ არ გადმოუციათ არც ჩვენთვის, არც ეუთოსთვის და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. პრინციპში, ჩვენ ის არც გვჭირდება, რადგან სამხრეთოსეთის ექსპერტიზის დასკვნაში ყველაფერი მკაფიოდ არის ნათქვამი“, - განაცხადა კოჩიევმა. მისი თქმით, შესაბამისად, მას არ გააჩნია არანაირი საფუძველი ენდოს, ან არ ენდოს ქართული მხარის ექსპერტიზას.

მანვე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. „ეს დაზიანებები მას სიკვდილის შემდეგ აქვს მიყენებული“, - ამბობს კოჩიევი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს