“ევრომელანომის” კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს საჯარო ლექციები და მსურველებისთვის უფასო სკრინინგი ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ექიმ-დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამართა. კონკრეტულად ლექციის თემა „მზე, რუჯი, ხალები, მელანომა - მითები და რეალობა”, იყო.

კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, შეგახსენებთ, რომ “ევრომელანომის” კამპანია საქართველოში უკვე მეშვიდედ იმართება და გარდა უშუალოდ კლინიკებში გასინჯვისა, საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციები კსუ-სთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიმართა.

მისივე თქმით, საქართველოში კანის კიბოსა და მელანომის გამოვლენა ძალიან დაბალია, ხოლო დაავადების ბოლო სტადიებზე ექიმთან პირველი ვიზიტების რაოდენობა კი ძალიან მაღალი.

აღნიშნული არ შეესაბამება მსოფლიო სტატისტიკას, სადაც ადრეული გამოვლენის შემთხვევები მაღალია.

„დავადების ადრეული ფორმები თითქმის 100%–ით განკურნებადია და სახელმწიფოსა და პაციენტისგან დიდ ხარჯებს არ საჭიროებს“, – განაცხადა მეკოკიშვილმა.

უნივერსიტეტის პროფესორი ურჩევს ყველას, ყურადღება მიაქციონ კანზე გამონაყრების ცვლილებას.

ამასთან, კანის კიბოს შემთხვევების რეგისტრაცია საქართველოში მხოლოდ ბოლო სამი წელია რაც ხდება.

„საქართველოში კანის კიბოს რეგისტრი ოფიციალურად 2–3 წელია, რაც დაიწყო. ამიტომ დღისთვის გვაქვს შედარებით მიახლოებითი სტატისტიკა. იმისთვის, რომ შედგეს სრულყოფილი სტატისტიკა, საჭიროა უფრო კიდევ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რაც მოგვცემდა საშუალებას აქტიურად გამოგვევლინა კანის კიბოთი და მელანომათი დაავადებული პაციენტები“, – განაცხადა დერმატომეტროლოგმა, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია დათუაშვილმა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე ითქვა, კანის კიბოსა და მელანომას გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მზის მავნე ზემოქმედება. ლექციების დასრულების შემდეგ მსურველებს კანის საეჭვო წარმონაქმნებზე უფასო სკრინინგიც ჩაუტარდათ. ხვალ კი თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში ასვე, სკრინინგის დროს გამოვლენილ საეჭვო შემთხვევებს ექიმები დერმატოსკოპიულად გადაამოწმებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა