ნატალი საბანაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და საუბარი იქნება ოკუპაციის შედეგებზე

მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და საუბარი იქნება ოკუპაციის შედეგებზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 12 ივნისს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს თემაზე - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“.

ნატალი საბანაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ თქვას თავისი სიტყვა. მისივე თქმით, უკვე არსებობს რეზოლუციის ტექსტის ვერსია, თუმცა შესაძლოა, დებატების შედეგად გარკვეულწილად შეიცვალოს.

„ჩვენ ამ რეზოლუციის მიღებაზე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ. ევროპარლამენტთან საუბარი დაახლოებით 6 თვის წინ დავიწყეთ. რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გადის და სპეციალურად ამ თარიღს დაემთხვა. მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და საუბარი იქნება ოკუპაციის შედეგებზე, რომელიც ახლა გვაქვს და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მართალია ომი დასრულებულია, მაგრამ რუსეთის მხრიდან აგრესია გრძელდება განსაკუთრებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ თავისი სიტყვა თქვას. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და მნიშვნელოვანია პოზიციის დაფიქსირება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა საბანაძემ.

12 ივნისს ევროპარლამენტი დებატებს გამართავს თემაზე - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. ევროპარლამენტარების დებატების შედეგად რეზოლუცია იქნება მიღებული. ევროპარლამენტის სესიას აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გახსნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა