ხარისხის მართვის, სერვისის დიზაინისა და მიწოდების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ევროკავშირის სასამართლო მხარადაჭერის პროექტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომელთათვის ხარისხის მართვის, სერვისის დიზაინისა და მიწოდების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაესი სასამრთლოდან აცნობეს, ღონიძიება სასტუმრო ,,ლოლიტაში“ ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა და უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ნატო ლომთათიძე. სამუშაო შეხვედრის პირველი სესია მიეძღვნა ხარისხის განყოფილების როლს სერვისის დიზაინისა და მიწოდების ჭრილში, მეორე სესიაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ხარისხის მართვაზე და მის მზარდ როლზე საჯარო სექტორში.

9 ივნისს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლები, მესამე სესიის ფარგლებში მოისმენენ ინფორმაციას წინასწარ შერჩეული სერვისის მაგალითზე, სერვის დიზაინის კონსოლიდირებული ჩარჩოს შემუშავება და ხარისხის მართვის სამსახურის როლის განსაზღვრა აღნიშნულ პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა