შსს-ს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 16 დაშავდა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრიწყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კადრები გომბორიდან, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4, დაშავებულია 20-მდე ადამიანი

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი