ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, გომბორზე ავარიისას დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, ორი მათგანი კი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 20-მდე ადამიანი - ბავშვები და მშობლები სხვადასხვა დაზიანებით - მოტეხილობებითა და დაჟეჟილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც ამ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, დაშავებული მშობელებისა და ბავშვების მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მათგან 2 ადამიანია რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

მისივე თქმით, რეანომობილები მობილიზებულია და მას შემდეგ, რაც ექიმები გადაწყვეტენ გადაიყვანონ თუ არა დაშავებულები თბილისში, ამისთვის სრული მზადყოფნა არსებობს.

„მე ვიმყოფები საავადმყოფოში. რაიმე დამატებითი რესურსი ჯერჯერობით საჭირო არ არის, ყველაფერი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაშავებულებს სათანადო და გადაუდებელი დახმარება გაეწიოთ. რაც მე ვნახე და რისი თქმაც შემიძლია, საავადმყოფოში მოთავსებულ 20-მდე ადამიანს აღენიშნება ძირითადად, მოტეხილობები და დაჟეჟილობები“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ირაკლი სესიაშვილის თქმით, გომბორის აღნიშნული მონაკვეთი ყველაზე საშიში გზა არის და ამ მონაკვეთზე აუცილებელია წესების დაცვა.

„ნამდვილად, იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რასაც შემდგომ ექსპერტიზა იტყვის, მაგრამ როგორც მძღოლი ვამბობ, რომ თუ ხარ გამოუცდელი ამ გზაზე, აღნიშნულ მონაკვეთზე აუცილებლად უნდა დაექვემდებარო საგზაო ნიშნებს. სპეციალურად ამ მონაკვეთზე არის დიდი აბრა, სადაც აღნიშნულია, რომ მძღოლმა აუცილებლად უნდა შეანელოს სვლა, იმიტომ, რომ არის დაღმართი, შემდგომ მოსახვევი და რთული მონაკვეთი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო