მიხიელ ჩხენკელი გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს მოინახულებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხიელ ჩხენკელი გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს მოინახულებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

„ამ წუთებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიემგზავრება, სადაც ავარიის დროს დაშავებულებს მოინახულებს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!