გომბორზე, ავარიის დროს დაშავებულ ერთ მოზარდს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, გომბორზე, ავარიის დროს დაშავებულ ერთ მოზარდს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

"დაშავებულ მოზარდს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში ნაწლავის დაზიანება და სითხის წარმოქმნა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის 5 დაშავებულია გადაყვანილი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში. აქ მყოფთაგან საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებასა და რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი. სავარაუდოდ, ორს თბილისში გადავიყვანთ. დანარჩენი დაშავებულები დაზიანების მიხედვით შესაბამისი პროფილის განყოფილებებში არიან და გამოკვლევა უტარდებათ", - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გომბორზე ავარია დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულების ნაწილი ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება, 5 დაშავებული კი თბილისში გადმოიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს