ძლიერმა წვიმამ გურჯაანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო დატბორა

გვიან ღამით მოსულმა ნალექმა გურჯაანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო დატბორა. წყალმა ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები შანყულაშვილების სახლის პირველი სართული და სარდაფი მთლიანად დაფარა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობდა და ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდა.

ძლიერმა წვიმამ ასევე ჭანდრისხევის ადიდება გამოიწვია, რის გამოც საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოძრაობა შეფერხდა.

სტიქიის ზონაში იყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი განმარტებით, სანიაღვრე არხმა ნალექი ვერ გაატარა, რამაც დაგუბება და სახლების დატბორვა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ტექნიკა იმუშავებს.

იხილეთ ვიდეო: ძლიერმა წვიმამ გურჯაანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო დატბორა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა