საარჩევნო უბნებზე აიკრძალება ისეთი ინფორმაციის ფოტოვიდეოგადაღება, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება

საარჩევნო უბნებზე აიკრძალება ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო პროცესისათვის/კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და ის პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია და ნინო გოგუაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა