ზაზა სარალიძე - ველოდები, რომ შსს-ს წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე მოვა და განმიმარტავს, თუ რატომ გადაიტანეს კარვები

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმირებული არ იყო.

როგორც სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ამბავი მან მედიისგან შეიტყო.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც მოისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტაციას კარვების გადატანასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დააბრუნოს თუ არა იმავე ადგილზე კარვები.

„არანაირი გადაწყვეტილების საქმის კურსში არ ვყოფილვარ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუჟღერებია ინფორმაცია, თითქოს აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა მოლაპარაკება. თუმცა არავინ არც დამლაპარაკებია და არც შეთანხმებულა ჩემთან არაფერზე. ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ კარვები აიღეს. სასამართლოში ვარ, ზვიად კუპრავას პროცესზე წამოსული. სავარაუდოდ, მოწმის სახით გამომიძახებენ. ამის შემდგომ დავბრუნდები რუსთაველის გამზირზე და გავაგრძელებ იგივე რეჟიმში ბრძოლას. რაც შეეხება კარვების უკან დაბრუნების საკითხს, შევხედავ სიტუაციას, გააჩნია რა არგუმენტებს მომიყვანენ, ველოდები რომ რუსთაველის გამზირზე მოვა შსს-ს წარმომადგენელი და განმიმარტავს, თუ რატომ გადაიტანეს კარვები და ამის მიხედვით ვიმოქმედებ შემდგომში“, - განაცხადა სარალიძემ.

ერთი საათის წინ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა